ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 271 ადამიანს, „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 53 ადამიანს.

ოკუპირებული აფხაზეთის სამ კოვიდცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 153 პაციენტი რჩება. მათგან 31 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 4 951 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან გამოჯანმრთელდა 3 369, გარდაიცვალა 58 ადამიანი.