ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 52 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
აფხაზური მედიის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 261 ადამიანს ჩაუტარდა, 52 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ხუთ კოვიდცენტრში 96 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, 12 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 14 117 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 220 და გამოჯანმრთელდა 13 350 ინფიცირებული პაციენტი.