ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 228 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 47-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ხუთ კოვიდცენტრში 57 პაციენტი მკურნალობს, მათგან ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის პერიოდში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 12 908 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 12 387 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 202 კი გარდაიცვალა.