ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება სულ 160 ადამიანს ჩაუტარდა.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 117 კოვიდინფიცირებული რჩება, მათ შორის 14 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 1 332 შემთხვევაა დაფიქსირებული, 400 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ცხრა გარდაიცვალა.