ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 216 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან კორონავირუსი 41-ს დაუდასტურდა.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 114 პაციენტი რჩება, მათგან 14-ის მდგომარეობა მძიმეა.
25 სექტემბერს გუდაუთის საავადმყოფოში 90 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 286 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელდა 369 ადამიანი, ცხრა პაციენტი გარდაიცვალა.