ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 37 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 431 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 37-ს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ექვს კოვიდცენტრში 176 პაციენტი მკურნალობს. 24 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ორი კოვიდინფიცირებული, 75 და 74 წლის ქალები. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 191 პაციენტი.
პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 12 025 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 11 628 პაციენტი.