ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 31 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 157 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 31-ს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ხუთ კოვიდცენტრში 43 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 072 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 204 და გამოჯანმრთელდა 12 520 პაციენტი.