ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 93 ვადამიანს და ინფექცია 26-ს დაუდასტურდა.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 72 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ოკუპირებულ აფხაზეთში სულ კორონავირუსით ინფიცირების 782 შემთხვევაა დაფიქსირებული. 226 გამოჯანმრთელდა, შვიდი პაციენტი კი გარდაიცვალა.