ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 73 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან ვორუსი დაუდასტურდა 21 ადამიანს.
ამ დროისთვის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით 53 ადამიანი მკურნალობს. აქედან ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ოკუპირებულ აფხაზეთში ამ დროისთვის 557 შეადგენს, მათგან 158 გამოჯანმრთელდა, ხუთი კი გარდაიცვალა.