ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 142 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხუთი პაციენტი გარდაიცვალა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 572 ადამიანს, მათგან 142-ს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.
ბოლო 24 საათში ხუთი პაციენტი გარდაიცვალა.
ოკუპირებული აფხაზეთის ექვს კოვიდცენტრში 202 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 22-ის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის სულ 9 465 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 7 196 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 136 კი გარდაიცვალა.