ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 124 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 403 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 124-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობს 156 ადამიანი, მათგან 125 კოვიდინფიცირებულია. 15 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 796 შემთხვევაა დაფიქსირებული, 1 187 გამოჯანმრთელდა, 27 გარდაიცვალა.