ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 117 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 371 ადამიანს, საიდანაც 117-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 141 პაციენტი მკურნალობს, მათგან 27-ის მდგომარეობა მძიმეა.
სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 3 567 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 1 355 ადამიანი, გარდაიცვალა 33 პირი.