ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 113 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 467 ადამიანს ჩაუტარდა. აქედან „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 113 ადამიანს.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით 118 პაციენტი რჩება. მათგან მძიმე მდგომარეობაშია 26 პაციენტი.
სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 3 952 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 1474 და გარდაიცვალა 36 ადამიანი.