ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 112 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 451 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 112-ს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ექვს კოვიდცენტრში 272 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 35 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა კოვიდინფიცირებული პაციენტი, 1953 წელს დაბადებული მამაკაცი. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 157 პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის პერიოდში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 096 შემთხვევა დაფიქსირდა, 8 943 ადამიანი გამოჯანმრთელდა.