ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 108 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 290 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან „კოვიდ-19“ 108 ადამიანს დაუდასტურდა.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 110 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 18-ის მდგომარეობა მძიმეა.
5 ოქტომბერს გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 1 947 წელს დაბადებული მამაკაცი კორონავირუსით გარდაიცვალა. ის კლინიკაში 29 სექტემბრიდან მკურნალობდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 976 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელდა 668, გარდაიცვალა 16 პაციენტი.