ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 104 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 104 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 104 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და სამი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 525 ადამიანს, მათგან 104 ადამიანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ექვს კოვიდცენტრში ამ დროისთვის 249 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. აქედან 32 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სულ, კორონავირუსის ინფექციით ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაიცვალა 111 ადამიანი.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 8563 შემთხვევა დაფიქსირდა, 6 746 ადამიანი გამოჯანმრთელდა.