ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 247 ადამიანს, მათგან კორონავირუსი დაუდასტურდა 103 ადამიანს.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით 127 ადამიანი მკურნალობს, 20 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 868 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 655 პაციენტი, გარდაიცვალა 15 ადამიანი.