ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 413 ადამიანს, მათგან ვირუსი 102 პირს დაუდასტურდა.
ოკუპირებული აფხაზეთის ხუთ კოვიდცენტრში 241 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მათგან 36 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
სულ პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 7 704 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 5 724 გამოჯანმრთელდა, 101 პაციენტი კი გარდაიცვალა.