ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო ორი დღის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 184 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან ათს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
მედიის ცნობით, საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებული 54 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 12 977 შემთხვევა დაფიქსირდა, 203 პაციენტი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 12 420 ადამიანი.