ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 95 წლის ქალი გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 95 წლის ქალი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ გუდაუთაში „კოვიდ 19“-ით 95 წლის ქალი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტს თანმდევი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.

დაავადებულს კორონავირუსის დიაგნოზი 11 აპრილს დაუდასტურდა, თუმცა ის თავდაპირველად ჰოსპიტალიზაციაზე უარს აცხადებდა. კლინიკაში კი მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, 20 აპრილს გადაიყვანეს.

საავადმყოფოში შესვლისას პაციენტს ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია, ასევე მწვავედ გამოხატული ჰიპერტონია და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა აღენიშნებოდა.