ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 120-ს შეადგენს. მათგან 37 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა, 40 პაციენტი გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობს, დანარჩენები კი სახლებში, თვითიზოლაციაში იმყოფებიან.