მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა
მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა

აფხაზური მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 151 პირს, მათგან ექვსს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ხუთ კოვიდცენტრში 76 ინფიცირებული მკურნალობს, 11 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 318 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 211 პაციენტი გარდაიცვალა, 12 810 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.