ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 85 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 555 ადამიანს ჩაუტარდა, 85 მათგანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.
ოკუპირებული აფხაზეთის ექვს კოვიდცენტრში 246 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 33 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი, 1947 წელს დაბადებული ქალი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 301 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 9 207 პაციენტი, 161 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.