ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და გარდაიცვალა სამი პაციენტი
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 84 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და გარდაიცვალა სამი კოვიდინფიცირებული პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 265 ადამიანს, 84 მათგანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.
ოკუპირებული აფხაზეთის სამ კოვიდცენტრში საერთო ჯამში 131 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, აქედან 28 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით სამი პაციენტი გარდაიცვალა. 78, 65 და 50 წლის მამაკაცები.
კორონავირუსის ინფექციით ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაიცვალა 77 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 3661. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 5 732 შეადგენს.