ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 289 ადამიანს, მათგან 71-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 132 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 12 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ოკუპირებულ აფხაზეთში სულ კორონავირუსით ინფიცირების 1 458 ფაქტი გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 530, ხოლო გარდაიცვალა 11 ადამიანი.