ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 69 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 358 ადამიანს ჩაუტარდა. აქედან „კოვიდ-19“ 69 პირს დაუდასტურდა.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 116 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას, მათგან 19-ის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 4 302 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 42 პაციენტი გარდაიცვალა, 2 314 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.