ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 298 ადამიანს, მათგან ვირუსი 68 პირს დაუდასტურდა.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 105 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას, მათ შორის 31-ის მდგომარეობა მძიმეა.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. სოხუმის მობილურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი, 1955 წელს დაბადებული ქალბატონი.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით სულ 50 ადამიანი გარდაიცვალა, 2 500 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ჯამში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 4649.