აფხაზური მედიის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 257 ადამიანს, მათგან „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 67 პირს. მათივე ცნობით, ხუთ კოვიდცენტრში 107 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 182 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 220 და გამოჯანმრთელდა 13 375 ინფიცირებული პაციენტი.