ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამი პაციენტი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 279 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან კორონავირუსი დაუდასტურდა 64 ადამიანს.
ექვს კოვიდცენტრში მკურნალობის კურსს გადის 170 კოვიდინფიცირებული პაციენტი, 27 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა სამი კოვიდინფიცირებული პაციენტი.
სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 187 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 933 შემთხვევა დაფიქსირდა, 10 943 პაციენტი გამოჯანმრთელდა.