ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 464 ადამიანს ჩაუტარდა, „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 64 ადამიანს. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი.
ოკუპირებული აფხაზეთის ექვს კოვიდცენტრში 220 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 31 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 684 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 179 კოვიდინფიცირებული პაციენტი და გამოჯანმრთელდა 10 334 ადამიანი.