ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი ინფიცირებული
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 208 ადამიანს, მათგან „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 62 ადამიანს.
საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის სამ კოვიდცენტრში საერთო ჯამში 119 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 23 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
მათივე ინფორმაციით, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა 64 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი, ხოლო მობილურ ჰოსპიტალში 1940 წელს დაბადებული ქალბატონი.
ოკუპირებულ აფხაზეთში, საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, სულ 70 კოვიდდადასტურებული პაციენტი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 3 623 ადამიანი. კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ამ დროისთვის 5 374-ია.