ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 305 ადამიანს, მათგან კორონავირუსი დაუდასტურდა 59 ადამიანს.
ოკუპირებული აფხაზეთის სამ კოვიდცენტრში 171 დადასტურებული კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. აქედან, 62 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ამასთან, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი, 1936 წელს დაბადებული მამაკაცი.
ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში „კოვიდ-19“ 4 831 პირს დაუდასტურდა.
სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 56-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 3 061-ია.