ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე 173 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება, მათგან „კოვიდ-19“ 56 პირს დაუდასტურდა.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 99 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 995 შემთხვევაა დაფიქსირებული, 285 გამოჯანმრთელდა, შვიდი პაციენტი კი გარდაიცვალა.