ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი პაციენტი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 271 ადამიანს, მათგან კორონავირუსი დაუდასტურდა 55 პაციენტს.
ექვს კოვიდცენტრში მკურნალობს 161 კოვიდინფიცირებული. 26 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ორი პაციენტი. სულ კორონავირუსის დიაგნოზით ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაიცვალა 189 პაციენტი.
პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 988 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 11 307 ადამიანი.