ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 410 ადამიანს, მათგან 54-ს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.
ექვს კოვიდცენტრში 212 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 27 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 84 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი.
პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 738 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 180 კოვიდინფიცირებული პაციენტი და გამოჯანმრთელდა 10 423 ადამიანი.