ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი ინფიცირებული გარდაიცვალა
აფხაზური მედიის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 283 ადამიანს ჩაუტარდა, 53 მათგანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.
ხუთ კოვიდცენტრში 82 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, 12 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთი ინფიცირებული პაციენტი, 1940 წელს დაბადებული ქალი.
პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 13 774 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 274 პაციენტი, 218 პაციენტი გარდაიცვალა.