საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 258 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 52 კორონავირუსი დაუდასტურდა.
მათივე ცნობით, ხუთ კოვიდცენტრში 88 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, 13 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 13 845 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 218, გამოჯანმრთელდა 13 305 პაციენტი.