აფხაზური მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 211 ადამიანს, მათგან 49 პირს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.
ამ ეტაპზე ხუთ კოვიდცენტრში 116 ინფიცირებული მკურნალობს, 31 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 14 666 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 222 და გამოჯანმრთელდა 13 660 ინფიცირებული.