საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 134 ადამიანს, მათგან „კოვიდ-19“ 49 პირს დაუდასტურდა.
ამ დროისთვის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 168 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 147 კოვიდინფიცირებულია. 18 პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.
საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში სულ კორონავირუსით ინფიცირების 2 479 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 1 100, გარდაიცვალა 23.