ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა
აფხაზური მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 206 ადამიანს ჩაუტარდა, 45 მათგანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ხუთ კოვიდცენტრში 87 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, ცხრა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
სულ კორონავირუსის ინფექციით ოკუპირებულ აფხაზეთში 217 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 645 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 13 101 პაციენტი.