საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 160 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 45 პირს.
ამასთან, საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, ხუთ კოვიდცენტრში 72 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რვა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის პერიოდში, საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 363 შემთხვევა დაფიქსირდა, 211 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 12 852 ინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა.