ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე 227 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება.

მათგან 42 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 36 პაციენტი იმყოფება.

ოკუპირებულ აფხაზეთში სულ კორონავირუსით ინფიცირების 426 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 153 გამოჯანმრთელდა და ოთხი გარდაიცვალა.