აფხაზური მედიის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 252 ადამიანს, მათგან 41 პირს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.
ხუთ კოვიდცენტრში მკურნალობს 119 კოვიდინფიცირებული პაციენტი, 17 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის პერიოდში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 753 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 222 და გამოჯანმრთელდა 13 660 პაციენტი.