ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 155 ადამიანს, მათგან „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 39 პაციენტს.
ოკუპირებული აფხაზეთის სამ კოვიდცენტრში საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირებული 139 პაციენტი მკურნალობს. 35 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა კოვიდინფიცირებული პაციენტი, 1947 წელს დაბადებული მამაკაცი.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 5 213 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაიცვალა 65 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 3 488 პაციენტი.