ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 273 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან კორონავირუსი 38 პირს დაუდასტურდა.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში ამ დროისთვის 55 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, ხუთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 610 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 165 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ექვსი კი გარდაიცვალა.