გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 261 ადამიანს, მათგან კორონავირუსი დაუდასტურდა 34 პირს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ხუთ კოვიდ-ცენტრში 54 ინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას, ცხრა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 205 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 12 560. სულ კორონავირუსის 13 121 შემთხვევა დაფიქსირდა.