გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 238 პირს და 34 მათგანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ექვს კოვიდცენტრში 149 პაციენტი მკურნალობს. 25 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთი პაციენტი. სულ კორონავირუსით ოკუპირებულ აფხაზეთში 192 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 12 059 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 11 765 პაციენტი.