ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 118 ადამიანს და 34 მათგანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ამასთან, მედიის ცნობით, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი.
ოკუპირებული აფხაზეთის სამ კოვიდცენტრში ამ დროისთვის 141 ინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას. მათგან 25 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 5 312 შემთხვევაა დაფიქსირებული. სულ „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილია 68 ადამიანი.