საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 229 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 32 ადამიანს.
მათივე ცნობით, ექვს კოვიდცენტრში მკურნალობს 120 კოვიდინფიცირებული პაციენტი. 17 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 12 650 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 11 901 და გარდაიცვალა 195 კოვიდინფიცირებული პაციენტი.