ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 235 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან ვირუსი 30 პირს დაუდასტურდა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 59 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას, მათგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 640 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 170 გამოჯანმრთელდა, ექვსი კი გარდაიცვალა.